04/10/22874 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

რუსეთმა ხერსონთან უკან დახევა ირიბად დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ საომარი მოქმედებების რუკაზე ნაჩვენებია ხერსონის რეგიონში რუსეთის არმიის თითქმის 30 კილომეტრით უკანდახევა და უკრაინის მიერ ხარკოვის ოლქის სრული განთავისუფლება,– ამ გარემოებას ყურადღება "Агентство"–მ მიაქცია.
3 ოქტომბერს, ყოველდღიურ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის მიერ კონტროლირებადად წარმოადგინა ხარკოვის რეგიონის ნაწილი – მდინარეების ოსკოლისა და სევერსკი დონეცის აღმოსავლეთ ნაპირებზე არსებული ტერიტორიები. ახალ რუკაზე მოსკოვი აკონტროლებს დვურეჩნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მხოლოდ მცირე მონაკვეთს. სამშაბათს, იზიუმის რეგიონის სოფლების ბოგუსლავკას და ბოროვსკა ანდრეევკას დეოკუპაციის შესახებ გამოცხადდა, რითაც უკრაინის არმია ლუგანსკის რეგიონს კიდევ ერთი მიმართულებიდან მიუახლოვდა.
ერთი დღით ადრე ხერსონის რეგიონის რუკაზე ფრონტის ხაზი დავიდოვ ბროდის, დობრიანკას და ზოლოტაია ბალკას დასახლებების მიდამოებში გადიოდა. სამშაბათს თავდაცვის სამინისტრომ აჩვენა, რომ რუსეთის არმიის კონტროლ ქვეშაა დაახლოებით, დავიდოვ ბროდსა და დუდჩანის ხაზს შორის არსებული ტერიტორია – წერს Агентство". ამრიგად, რეგიონში ფრონტის ხაზმა ჩრდილოეთისკენ დაახლოებით, 30 კილომეტრით გადაინაცვლა.
4 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში ხერსონის ოლქის ახლად განთავისუფლებული დასახლებული პუნქტებიდან ვიდეოების სერია გამოჩნდა. უკრაინის სამხედროები იუწყებიან დავიდოვ ფორდის, სტაროსელიეს, არხანგელსკის, ბოლშაია ალექსანდროვკას განთავისუფლების შესახებ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ორშაბათს სახელმწიფო სათათბირომ და სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღეს კონსტიტუციური კანონები, რომლის მიხედვითაც ეს დასახლებები გამოცხადდა რუსეთის ტერიტორიად.
უკრაინის კონტრშეტევა სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ახლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გრძელდება. ამან პირველად გამოიწვია რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თავდაცვის სამინისტროს საჯარო კრიტიკა. გარდა ამისა, ექსპერტები რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას ფრონტზე დანაკარგებით ხსნიან.
4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებები უკრაინის რეგიონების: ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ანექსიის შესახებ.
კიევი აცხადებს, რომ აპირებს, აღადგინოს კონტროლი ყველა ამ ტერიტორიაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY