აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია
შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიო-უსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას დაესწრება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელია.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია. ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება გამართავს თუ არა ის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.