07/10/22915 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის პრემიერი - რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება - ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე

რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა აპირებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლებას.
“დარწმუნებული ვარ, არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, ჩვენ განწყობილი ვართ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებისთვის - ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ჯარი ძალიან მოტივირებულია ჩვენი მიწა გაათავისუფლოს. ჩვენ ჩვენისთვის ვიბრძვით, ჩვენი მშობლიური მიწისთვის, ჩვენი სახლებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. რუსული არმია სრულიად დემოტივირებულია, რუს ჯარისკაცებს არ ესმით საკუთარი სიცოცხლე რატომ უნდა შესწირონ ერთი ადამიანის სურვილებს, გაუგებარ სურვილებს”, - აღნიშვნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, რუსი დამპყრობლები აჩვენებენ სასოწარკვეთას, აგონიას და გაუგებრობას, თუ რა აკეთონ შემდეგ.
„ჩვენ კი ძალიან მკაფიოდ გვესმის - ჩვენ მშობლიური მიწა უნდა გავათავისუფლოთ და ბოლომდე წავალთ, სრულ გამარჯვებამდე, ჩვენი მიწების სრულ გათავისუფლებამდე”, - თქვა შმიგალმა.
პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან მას შემდეგ დაბრუნდება, რაც რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს.
„თავისი ატომური შანტაჟით, „რეფერენდუმების” სახით საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასაცილო განკარგულებით, უკრაინის ოთხი ოლქის მიტაცებით, ჩვენი ხალხისა და ბავშვების გატაცებით პუტინმა აჩვენა, რომ მასთან არაფერია სალაპარაკო”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,