21/04/202 367 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

უჯრედული თერაპია – ისრაელში კომპანია covid 19-ის სამკურნალო ახალ მეთოდს წარმოადგენს

ისრაელში მოქმედი კომპანია Pluristem Therapeutics-ი აპირებს COVID-19-ით ინფიცირებულთა პლაცენტის უჯრედებით მკურნალობა დანერგოს. კომპანია მშობიარობის შემდგომი პლაცენტის ღეროვან უჯრედებს ამუშავებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
ისრაელში მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ერთი პლაცენტის საშუალებით კორონავირუსით ინფიცირებული  20 000 პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი. პირველივე პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ამ მეთოდით უმკურნალეს, საგრძნობლად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც იდეის ავტორი კომპნიის, Pluristem Therapeutics-ის აქციების ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა. Pluristem Therapeutics-ი პლაცენტას იყენებს „ჭკვიანი უჯრედების“ წარმოსაქმნელად და აპროგრამებს მათ, რომ ინფიცირებულთა ორგანიზმში თერაპიული ცილები წარმოიქმნას.
ამ მეთოდით პირველად ისრაელში Covid 19-ით ინფიცირებულ ამერიკის – ერთ და ისრაელის 7 მოქალაქეს  უმკურნალეს. ყველა მათგანი გადარჩა.
აქედან სამი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, ერთ-ერთს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პლაცენტით მკურნალობის შედეგად მათ სუნთქვის აპარატი აღარ დასჭირდათ და მდგომარეობა შეუმსუბუქდათ. ცალკეული პაციენტების მკურნალობა მეთოდის კლინიკური ცდის პერიოდად არ ითვლება, მაგრამ Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი იაკი იანი ამბობს, რომ მეთოდის გამოცდა მალე დაიწყება და შესაძლოა ოფიციალური ნებართვა მათ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიიღონ, რის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება პლაცენტას უჯრედების საშუალებით ათასობით ადამიანის სწრაფად მკურნალობა. იაკი იანის თქმით, ინოვაციური მეთოდით კრიტიკულად მძიმე პაციენტების მდგომარეობას შემსუბუქებაა შესაძლებელი და შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გათავისუფლდება ადგილები სხვებისთვის.
„ვფიქრობ, ეს მეთოდი ბევრ რამეს შეცვლის, რადგან ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილების დეფიციტია, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ პაციენტები ფილტვის ვენტილაციის აპარატებიდან და გავიყვანოთ ისინი რეანიმაციიდან“ – ამბობს ის.
მკურნალობის ეს მეთოდი მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვის მოლოდინშია.
ინოვაციური მეთოდი გულისხმობს ღეროვანი უჯრედების 15-მილილიტრიანი დოზის ინექციას კუნთში. სხეულში მოხვედრის შემდეგ უჯრედები ერთგვარ პატარა ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილებს გამოიმუშავებს. თერაპიული ცილები კი ორგანიზმს რეგენერაციისკენ უბიძგებენ.
უჯრედები გამოყოფენ ორი ტიპის ცილებს – ერთი ამცირებს ანთებით პროცესს, მეორე ერთვება იმუნური სისტების რეგულირებაში. სამედიცინო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ იმუნომამოდულირებელ ცილებს, როგორც მათ უწოდებენ, შეუძლიათ იმუნიტეტის შენარჩუნება. კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებს კი სწორედ იმუნიტეტი უქვეითდებათ სწრაფად და საგრძნობლად.
იმუნომამოდულირებელი ცილები ხელს უშლიან ორგანიზმს საკუთარ ორგანოებზე იერიშის მიტანაში. კრიტიკული პაციენტები ძირითადად მწვავე რესპირატორული ავადობით იღუპებიან ძლიერი ანთებით, როცა იმუნური სისტემა მთელი ძალით ესხმის თავს – ძირითადად ფილტვებს.
აქამდე Pluristem-ის ეს ტექნოლოგია ძირითადად იმ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ვისაც ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის პრობლემა ჰქონდა, თუმცა მეცნიერებმა პლაცენტას უჯრედები ამჯერად კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას მოარგეს.
„ჩვენ პლაცენტიდან ვიღებთ უჯრედებს და შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რის საშუალებითაც ამ უჯრედების რაოდენობას ძალიან ბევრჯერ ვზრდით ადამიანის იმიტირებული ორგანიზმის გარმოში. ამ ტექნოლოგიით ერთი პლაცენტით 20 000 ადამიანის მკურნალობაა შესაძლებელი.
მეცნიერთა ჯგუფი „აპროგრამებს“ უჯრედებს, რომლებსაც შემდეგ ცილების ფართო სპექტრი აქვთ და მათი გამოყოფა შეუძლიათ. უჯრედები არამხოლოდ ცილებს გამოყოფენ, არამედ არეგულირებენ სეკრეციის დონეს ორგანიზმისგან მიღებული სიგნალების მეშვეობით“ – ამბობს Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, ოფიციალური ნებართვის მიღებამდე კომპანია Pluristem-ი აგრძელებს ახალი მეთოდით იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებიც ინდივიდუალურად თანხმდებიან ინოვაციურ მიდგომას.
„ნებართვის მიღების შემდეგ ვფიქრობთ მეთოდის დანერგვას ვირუსისგან დაზარალებულ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა მულტინაციონალური კლინიკური კვლევების დაწყებაა და ვიმედოვნებთ, რომ „უჯრედული თერაპია“ ეფექტური საშუალება იქნება რთული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ორგანოებს აზიანებენ“ – აცხადებენ კომპანიაში.
ისრაელში Covid-19-ის 13 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 353 პაციენტი, გარდაიცვალა – 181.
_______________________________________
წყარო: The Times Of Israel; The Jerusalem Post
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ