29/01/201 152 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს

მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ამასთან, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თინა ბოკუჩავას ქმედებები დამაზიანებელია და სხვა ქვეყანაში შესაძლოა, „უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ''.
„საერთოდ, პარტიული ბრიფინგები ჩვენ არც ერთხელ არ ჩაგვიტარებია პარლამენტში, პარტიის ოფისში ტარდება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები. პარლამენტის წევრია თინა ბოკუჩავა, მას პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვს.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა.
ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. თინა ბოკუჩავას და სხვების პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ ფაქტობრივად იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey