24/10/22563 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას და ხელს უწყობს მათ შორის უთანხმოებას, სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

მე არ მსურს, რომ უკრაინის მთავრობის წევრის, არესტოვიჩის სახელით ვისაუბრო , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის მიერ ოლექსი არესტოვიჩის იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებდა, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".
დეგნანმა შეერთებული შტატების პოზიცია გააჟღერა და დასძინა, რომ ვაშინგტონი თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროპული მომავლისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის და ნატოს წევრობას.
ელჩმა, ასევე, დასძინა, რომ ამისათვის ყველანაირ ძალისხმევას ახორციელებს, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
„ვფიქრობ, რომ ახლა კანდიდატის სტატუსით არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა [ევროპული ინტეგრაცია] თუკი ლიდერები და ხალხი შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. პროცესი მნიშვნელვანია ფართო და ინკლუზიური იყოს, სადაც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების. ჩვენ ყველა ვიცდით, რომ ვნახოთ საქართველოს ლიდერებს თუ შეუძლიათ გააკეთონ ის რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ქართველი ხალხის მკაფიო ნებაა, რომ სრულად ინტეგრირებული გახდნენ ევროპულ ოჯახში და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, - დასძინა ელჩმა.
ამასთან, დეგნანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას და ხელს უწყობს ამ ქვეყნებს შორის უთანხმოებას - ეს სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს.
ელჩმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ეს არის დრო, როცა ერთიანობაა საჭირო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.