26/10/22803 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ათენში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ათენში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო მომხდარ ფაქტს ადასტურებს და წერს, რომ ცხედრის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა გარდაცვლილის ნათესავს. 26 ოქტომბერს ოჯახთან შეთანხმებით დაიწყო გადასვენების პროცედურები.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრამდე, მოქალაქე ლ.ს-ს გაუჩინარების ან/და გარდაცვალების თაობაზე, რაიმე სახის შეტყობინება არ შემოსულა, არც მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, არც საბერძნეთის პოლიციის, რომელიმე სამედცინო დაწესებულების, პროზექტურის ან დამკრძალავი ბიუროს მხრიდან.
მნიშვნელოვანია გავითვალსწინოთ, რომ საელჩო ავტომატურად არ იღებს ინფორმაციას პირის გარდაცვალების შესახებ თუ არ მოხდა აღნიშნულის თაობაზე ინფორმირება ზემოაღნიშნული პირების ან/და უწყებების მიერ.
აქვე გაცნობებთ, რომ მხოლოდ 24 ოქტომბერს საელჩოს დაუკავშირდა ნათესავი, რომელმაც გვაცნობა, რომ 12 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონიათ კომუნიკაცია გაუჩინარებულ პირთან. ამასთან, არ ფლობდნენ ინფორმაციას გაუჩინარებული პირის ბოლო ადგილსამყოფელის, სამუშაო ადგილის ან ზუსტი საკონტაქტო ნომრის შესახებ. შესაბამისად, მათ გაეწიათ კონსულტაცია მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად უგზოუკვლოდ დაკარგული პირის მოძიების პროცედურების შესახებ. კერძოდ, ის რომ საბერძნეთის კანონმდებლობით, გაუჩინარებული პირის უახლოესმა ნათესავმა გაუჩინარებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ პირადად უნდა მიმართოს საბერძნეთის პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ან საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ინტერპოლის სამსახურს.
მეორე დღეს, 25 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლ.ს -ს შესაძლო გარდავცლაების თობაზე. ინფორმაციის მიღებისთანვე, საქართველოს საელჩო და ყველა კომპეტენტური პირი ჩაერთო მოქალაქის ცხედრის მოძიებაში და კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ნათესავთან.
იმავე საღამოს საელჩოს მიერ ატიკის რეგიონის ერთ-ერთ დამკრძლავ ბიუროში დადასტურდა ლ. ს-ს ცხედრის არსებობა და აღნიშნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით.
ცხედრის პოვნის შესახებ ასევე, ეცნობა გარდაცვლილის ნათესავს, ხოლო 26 ოქტომბერს ოჯახთან შეთანხმებით დაიწყო გადასვენების პროცედურები.
საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროვოს სხვა დეტალები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის ათენში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY