31/10/22395 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

3 წელში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა - მთავრობა ინვესტორებს ახალ სქემას სთავაზობს

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ინვესტორებს მხარდაჭერის ახალ სქემას შესთავაზებენ, რომლითაც სამი წლის განმავლობაში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობას შეუწყობენ ხელს. მისი თქმით, სქემა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
საქართველოს გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები. ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, არის შეთანხმებული, გავლილი და ამას რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა. 
მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზე გაცემულია მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. სიეფდი ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს.
მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას", - თქვა ღარიბაშვილმა. 
მისი განცხადებით, ამაში არ შედის ის 800 მეგავატი, რომელებზეც გაცემულია მემორანდუმები, ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი". ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდებიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA