31/10/22779 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, მათ ვიღაც ხონჩით მოართმევს ძალაუფლებას, ასე არ იქნება ბატონებო - თქვენც პრობლემები გაქვთ

სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანებას.
გია ხუხაშვილის შეფასებით, დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ასევე არალეგიტიმურია ოპოზიცია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტიებმა ამომრჩეველი მოიზიდონ.
„ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ელიტა ასე დალაგდება თუ ისე, ეს კი არ იგებს არჩევნებს, ხალხის მხარდაჭერა, ხალხის ხმა იგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ელექტორალური ბაზისი გაზარდოს ყველა პარტიამ თუ გაერთიანებამ, ეს არის მნიშვნელოვანი თორემ ერთკაციანი პარტიები როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, თუ სინერგია არ გაჩნდა, თუ ამომრჩეველი არ მოიზიდეს, მაშინ ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ თამაშებია და მეტი არაფერი. ნული ასზე რომ გაამრავლო მაინც ნული დაჯდება, რა მნიშვნელობა აქვს, არითმეტიკა ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ. მთავარია ელექტორალურ ბაზას ზრდიდნენ. ცალ-ცალკე პარტიები და გაერთიანებებიც იმ ნიშნით უნდა შედგებოდეს, რომ ეს გაერთიანება აჩენდეს გარკვეულ სინერგიას და იზიდავდეს ამომრჩეველს. დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ასევე არალეგიტიმური ოპოზიცია გვყავს. რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ხელისუფლება და ოპოზიცია ყველა ერთად აღმოჩნდა ხელისუფლებაში, თქვენ იცით, რომ ჯამურადაც კი არ არიან ლეგიტიმურები?
მაღალ მატერიებზე კი არ უნდა ილაპარაკონ და ხელისუფლება ცუდიაო, გავიგეთ ბატონო, რომ ხელისუფლება ცუდია, შენ ვინ ხარ, ის გვითხარი. ეკითხებიან და ესენი დუმილით პასუხობენ. ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ ბიძინას სანქციებს დაუწესებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ვიღაც ხონჩით მოართმევს ძალაუფლებას, ასე არ იქნება ბატონებო. ბიძინას პრობლემები არ ნიშნავს, რომ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, თქვენც პრობლემები გაქვთ, სხვა ტიპის, მაგრამ მაინც პრობლემები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA