სალომე ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ „შეწყალება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და 12 პუნქტის შესასრულებად“.
„შეწყალებასთან დაკავშირებით ვიცი ნიკა გვარამიას პოზიცია, პირადად არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს და საქართველოს ევროინტეგრაცია დაჩქარდეს, რა თქმა უნდა, მან პირველ რიგში საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. შეწყალება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, 12 პუნქტის შესასრულებად. ეს არის ნათქვამი, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციაში“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.