11/11/22616 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

ზელენსკი – შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არ დაღლილა

შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს.
„რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით. ახლა ამ ადამიანს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პაუზა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ახლა დასავლეთის სანქციების გავლენასა და რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილებას გრძნობს, თუმცა ის აგრძელებს საერთაშორისო პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფას.
„თუ რუსეთს ნამდვილად მოუნდება მშვიდობა, ჩვენ ამას დავინახავთ. არ შეიძლება მშვიდობა მხოლოდ სიტყვებით გინდოდეს. სიტყვები საკმარისი არ არის. ომის შესაჩერებლად გაიყვანეთ ჯარი, შეწყვიტეთ ადამიანების მკვლელობა. მათ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაურონ და დამნაშავეები ციხეში უნდა ჩასხდნენ. მხოლოდ სიტყვები ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ არ დაუხურავთ მოლაპარაკების კარი, თუმცა რუსეთისგან, ამ დრომდე მხოლოდ ულტიმატუმები ისმის.
„ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა განსხვავებულ რუსეთთან, როდესაც ის მართლაც იქნება მზად მოლაპარაკებისთვის და აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია. მათ უნდა დაგვიბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, სამართალი, ის უნდა დაუბრუნდეს მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ამ დრომდე, ჯერ მსგავსი განცხადებები რუსეთიდან არ გამიგია. არც პუტინისგან და არც სხვებისგან“ – განაცხადა ზელენსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY