13/11/22392 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პოდოლიაკი: რუსეთთან დიპლომატიური რეგულირება, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც რუსეთი მოთხოვნებს შეასრულებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი უკრაინის მიერ წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებენ.
პოდოლიაკის თქმით, სხვა შემთხვევაში ეს კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.
"რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა მხარემ თავისი პირობები დაასახელა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. გაიყვანეთ ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ მოლაპარკებები, რადგან ამის მიზეზი გვექნება, უნდა გადაიხადოთ კომპენსაცია. რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან. მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ ან რომელიმე რეგიონი გამოგვტყუონ. დიახ, ჩვენ ჩვენი ულტიმატუმი გვაქვს და ამ ულტიმატუმს უკრაინის შეარაღებული ძალები ჰქვია. ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ომს სამართლიანი დასასრული ჰქონდეს. უკრაინა ომში იმარჯვებს. არსებული პრობლემების დიპლომატიური რეგულირება, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რაც რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ეს კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს - ეს არ მოხდება. რუსეთი დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა ხედავს, რომ კრემლში კლანთა შორის დაპირისპირება დაიწყო. ელიტა პოზიციებისთვის იბრძვის. ხალხი ამას ხედავს და შეკითხვები უჩნდებათ, პუტინი მძიმე ვითარებაშია", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა. 
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მოჩვენებითი მოლაპარაკებებით დროის მოგებას შეეცდება, რათა უკრაინაზე შემდგომი თავდასხმები განახორციელოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey