14/11/22579 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გარდაცვლილი აურჩევიათ" - ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე მანიპულაციურ განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები გააკრიტიკა და აშშ-ს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ზარქუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. მან მანიპულაციური განცხადება გააკეთა და ამერიკა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. საუბარია დემოკრატების კანდიდატ ტონი დელუკაზე, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა არჩევნებში, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართა, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო. შტატების კანონმდებლობით, კანდიდატების დაყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიულეტენების დაბეჭდვამდე. საარჩევნო ბიულეტენები 28 სექტემბერს დაიბეჭდა, ხოლო 85 წლის დელუკა, ბიულეტენების დაბეჭდვის შემდეგ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდებოდა და ეს ფაქტი არჩევნების გაყალბებას არანაირად უკავშირდება.
ზარქუამ "იმედის" ეთერში ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა და თქვა:
"ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი. ჩვენ მიუხედავად ამ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთოს/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს რომ ის რეკომენდაციები, რაც არის ეუთო/ოდირის, არც ერთი ჰქონიათ შესრულებული და დროულად შეასრულონ", - თქვა ზარქუამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ