14/11/22653 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი ჩაწოლილია და ვეღარ დგება, რად უნდა ამას დასკვნები? - ამ კაცს კლავენ, კლავენ, ბიძინა კლავს!

კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! ბიძინა კლავს და შედეგს რომ იაზრებს, ზუსტად ამაში არის საქმე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
სანიკიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მაინც მოუწევს. ამასთან, როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ის სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილს დიდ პოლიტიკაში ხედავს.
„მიშას ვხედავ დიდ პოლიტიკაში, როგორც ძალიან სერიოზულ და დიდ მოთამაშეს. როგორც ომის პირობებში, ისე ომის შემდგომ პირობებში ვხედავ უფრო უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც დიდი გავლენა ექნება საქართველოზეც. მისი გათავისუფლება მოუწევთ.
ფეხით შევიდა სამკურნალოდ ადამიანი და ახლა ჩაწოლილია საწოლში. კვდება კაცი. მე ხო არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და „მარშრუტკის ჭორები“? დინამიკას ვხედავ - თვენახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა და ოთახში მოძრაობდა, ბოლოს რომ მივედი დაახლოებით 1 თვის წინ, ჩაწოლილია და ვეღარ დგება, არის განახევრებული. რად უნდა ამას დასკვნები - კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! ბიძინა კლავს! შედეგს რომ იაზრებს, ზუსტად ამაში არის საქმე. არ მოაკვლევინებენ მიშას, გამორიცხულია. მიდის ომი. რასაც გპატიობენ მშვიდობის დროს, იმას ომის დროს არ გაპატიებენ. ქვეყნის გარეთ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მიდის. აქამდე ის ითვლებოდა ცელქ პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთს უმიზეზოდ პროვოცირება გაუკეთა, ახლა კი გამოდის რომ არის მსხვერპლიც და გმირიც.
მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილი. ახლა მისი მეხოტბეები მომრავლდებიან. ხედავთ, ოპოზიციაში რა განწყობებია? ადრე რომ ამბობდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავი, ხელს გვიშლის, ხან „იდაყვი“ და ხან „წიხლიო“, ახლა ყველა მიშას სახელს იძახის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY