25/04/201 969 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ცერცვაძე: აგრესიული ტესტებით მთელი ან ნახევარი მოსახლეობის გამოკვლევის ილუზია არ გვქონდეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში აგრესიული ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, მთელი მოსახლეობა ან მოსახლეობის ნახევარი გამოკვლეული მაინც ვერ იქნება.
"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანა, ეს რათქმაუნდა უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავე ქვეყნები არიან გერმანია ევროპაში, სამხრეთ კორეა აზიაში და კიდევ ზოგიერთი ქვეყანა, გამოკვლეული არის მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილი. აი, ნახეთ, იმ ქვეყნებში სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება და ჩატარდა, მოსახლეობის 8-10%-ია გამოკვლეული, 90% მაინც გამოუკვლეველი რჩება. ასე, რომ, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოურკვეველი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება", - თქვა ცერცვაძემ.
მან საუბარში ახალი კორონავირუსის აგრესიული ტესტირების საკითხი ც ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებებს შეადარა, რომელსაც მისი თქმით, 5 წელია ატარებენ, თუმცა მხოლოდ მოსახლეობის ნახევარზე მეტის და არა მთელი მოსახლეობის გამოკვლევა შეძლეს.
"ახლა, კოვიდზე, აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას, ან თუნდაც ნახევარს გამოვიკლევთ", - თქვა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძეს მარინა ეზუგბაიას განცადების შესახებაც კითხეს. ეზუგბაიამ დღეს თქვა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილი 24 შემთვევა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევები აგრესიული ტესტირებუს გარეშე ჩატარდება და ასეთი შედეგი არ განმეორდება.
"არ ვიცი, მან რა იგულისხმა, ეს მას უნდა კითხონ. დიდი ალბათობით, მან იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას და თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება", - თქვა ცერცვაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA