"ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს" - კუბილიუსი
ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას იმ რეზოლუციის სამუშაო ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.
მთავარი ხაზი არის:
ევროპარლამენტი /…/
აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ - წერს კუბილიუსი.