24/11/22534 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უნგრეთი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას დათანხმდა

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით.
„მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ომში მყოფი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში. ის მოუწოდებს ფინანსთა მინისტრს, უზრუნველყოს 187 მილიონი ევრო, რაც იქნება უნგრეთის წილი 18 მილიარდ ევროს ევროკავშირის სესხში, რომელიც უკრაინას მიეცემა“, - აცხადებენ უნგრეთის მთავრობაში.
ვიქტორ ორბანის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად.
სესხისთვის თანხების უზრუნველსაყოფად, რომლის დაფარვა უკრაინას 35 წლის განმავლობაში მოუწევს, ევროკომისია სესხს კაპიტალის ბაზრებზე აიღებს. თუმცა, ფინანსური პაკეტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. უნგრეთი აცხადებდა, რომ ერთობლივ სესხში მონაწილეობას არ მიიღებდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey