დავით დარჩიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობაზე წასვლა - სხვა გამოსავალი აქ არ არის
ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი: მისიანებად და ყველა დანარჩენად. მისიანები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, პოლიტიკურად, სოციალურად და ფინანსურად,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. დარჩიაშვილის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში რამე არანორმალურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ შეიძლება რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი იყოს, რადგან ევროპა ოპოზიციისთვის დაცულობის გარანტიაა.
„ერთადერთი დადებითი ბოლო თვეების განმავლობაში, რაც მახსენდება, არის ის, რომ ლარი გამყარდა, მაგრამ ფასებზე ეს არ ასახულა. ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი: მისიანებად და ყველა დანარჩენად. მისიანები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, პოლიტიკურად, სოციალურად და ფინანსურად. ეს არის არანორმალური ვითარება, რომელიც არ ჰგავს ევროპის გზით მიმავალი ქვეყნის მდგომარეობას. გაუგებარია საით მივდივართ.
ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში რამე არანორმალურად მიმდინარეობს. ხელისუფლების მოლაპარაკე თავები დაეჩვივნენ საკუთარი ცოდვების სხვაზე გადაბრალებას. როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, როდესაც ევროინტეგრაცია არის ოპოზიციისთვის არსებობის გარანტია? ამ ხელისუფლებისგან ოპოზიციას დევნის მეტი არაფერი შეხვედრია. ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს გარკვეულ გარანტიებს, რომ პოლიტიკური პროცესი სამართლიანი იყოს. ოპოზიციისთვის ევროინტეგრაცია არის დაცულობის გარანტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, თუ საქმე მივიდა ბრიუსელის მხრიდან საქართველოს უარყოფამდე და ამას უკვე მოჰყვა სანქციების ენით საუბარი, ეს იმდენად გაართულებს ქვეყანაში მდგომარეობას, რომ თვითონ ხელისუფლების მომხრეებს გაუჩნდებათ სურვილი, რაღაცა შეცვალონ.
„თუკი 2024 წლის არჩევნები ისე ჩატარდა, როგორც წინა, ეს უკვე გახდება სანქციების საფუძველი. ძალიან ბევრი აცალეს ამ ხელისუფლებას, საქართველოში ისევე როგორც ყველა ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებამ მოახერხა ყველანაირი ოპონენტის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, პარტიული სპექტრის მარცხენა და მარჯვენა ფლანგიდან ხალხის მტრად გამოცხადება. ასეთი ქვეყანა არ შეიძლება ნორმალურ პარტნიორად ჩაითვალოს ევროპისთვის და აშშ-თვის. სანქციებმა შეიძლება პიროვნული ხასიათი მიიღოს, ასევე შეიძლება მიიღოს პრობლემების შექმნის ხასიათი ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში... საბოლოოდ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ან ღიად უნდა განაცხადოს, რომ დაივიწყეთ ევროპა ან კრემლის მოკავშირედ და ვასალად გამოაცხადოს თავი. ამაზე წავა და გაჰყვება „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი?! იმედი მაქვს, რომ არა. მოუწევს დათმობაზე წასვლა, სხვა გზა არ იქნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.