რუსეთში ორი მასშტაბური ხანძარია - მოსკოვში სავაჭრო ცენტრი იწვის
რუსეთში, ნოვი ურენგოიში ერთ-ერთ ავტოფარეხში მასშტაბური ხანძარია. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი საწვავით სავსე ბენზინის სატვირთო მანქანას წაეკიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და არც დაშავებული.
"იყო ოთხი საწვავით სავსე ბენზინის სატვირთო მანქანა. ხანძრის ფართობი 800 კვადრატული მეტრია. მიენიჭა მაღალი სირთულის დონის ხანძარი", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
პარალელურად რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოსკოვში, ცეცხლმოკიდებული სავაჭრო ცენტრიდან, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის სათაო ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი შენობაში გაჩნდა და გავრცელების ფართობი ზუსტდება.