27/04/201 367 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბაქრაძე - მთავრობის ეს არასრულყოფილი გეგმა ჯერ მხოლოდ ფურცელზეა და დიდი დრო გავა, ვიდრე პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს ელემენტარულ დახმარებას

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკური გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. მისივე თქმით, გეგმა, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, სრულიად არასაკმარისია, მოსახლეობის დახმარებისა და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას.
"ახლა გვესმის, რომ თურმე მომავალი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პრეზენტაციები. შემდეგ ამ პრეზენტაციებიდან განხორციელებამდე რა პერიოდი იქნება ამას ჯერ კიდევ არავინ გვეუბნება, ამიტომ კარგად ჩანს, რომ ეს არასრულყოფილი გეგმაც კი, ჯერჯერობით, არის მხოლოდ ფურცელზე არსებული და ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს, თუნდაც, ელემენტარულ დახმარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფურცელზე ვინაიდან არ არსებობს მთავარი - ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი. ის, რაც მოვისმინეთ პრემიერისგან არის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ 300 მილიონით შემცირება. გამოდის, რომ ხელისუფლება არაფერზე არ იკლებს თანხას, მას არ უნდა მოიკლოს თანხა ბიუროკრატიულ ხარჯებზე, მივლინებაზე, ფუფუნებაზე, არ უნდა თანხა მოაკლოს უამრავ უაზრო და არანაირი დატვირთვის მქონე პროექტს, რომელიც ქვყანაში მიმდინარეობს და ამის პარალელურად აბა რით ფინანსდება ყველაფერი ეს? მხოლოდ საგარეო დახმარებებით? ეს საგარეო დახმარების ფული ბიუჯეტში მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჯერ შემოსული. ამიტომ ბიუჯეტში ცვლილებების არარსებობა და კრიზისული ბიუჯეტის მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით ყველაფერი აქვს მხოლოდ ქაღალდზე და ეკონომიკურ ნაწილში ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება," - განაცხადა ბაქრაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.