27/04/201 665 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი მერაბიშვილის ინტერვიუზე - ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას

სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.მისი განცხადებით, ეს ინტერვიუ იყო იმის მცდელობა, რომ პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ ის დანაშაულები, რომელიც მაშინდელ მმართველობის სისტემას ახლდა თან. დეპუტატი მიიჩევს, რომ „ამას ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო პარტნიორებმაც“.
„პრაქტიკულად ეს იყო თვითაღიარება ორი ადამიანის, ვინც მართავდა იმ პერიოდში, სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში იღებდა მონაწილეობას, დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა და რაც არ უნდა შეაფასონ და როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ ის მდგომარეობა, ფაქტია, რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით. ეს ერთი საკითხიც საკმარისი იქნებოდა, ან იმ განზრახ მოკლული ადამიანების თემაც გავიხსენოთ, ან თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები გავიხსენოთ, რა მოხდა ციხეში, რა მოხდა C ჰაპატიტით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, იყო თუ არა წამება ამ სახელმწიფოში, როგორც მართვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი. ეს ყველაფერი რეალობაში გვქონდა და დღეს ის მცდლობა, რომ პოლიტიკურ ასპექტში გადაიყვანონ ეს დანაშაულებრივი მმართველობის სისტემა რასაკვირველია, არის კიდევ ერთი მცდელობა იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გააძლიერონ დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე. პირდაპირ ითქვა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა ყოფილიყო გატარებული ისეთივე ზომები, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად, საუბარი. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს და არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეულწილად ამ ისტორიულ გაკვეთილს, მე ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში, იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიშა სააკაშვილის კლასტერს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA