28/04/201 926 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არც ერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა არც ერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა მათი მხრიდან განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი.
„დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ აღარ განიხილება სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მან არცერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს. ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, იქნება ეს ვიცე-პრემიერი თუ სხვა, ნებისმიერ ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი მხრიდან ბუნებრივია განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მსჯავრდებული არაერთ მძიმე დანაშაულში. ეს ბუნებრივია იცის უკრაინის ხელისუფლებამ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი არ გადაიდგმევა.
რაც შეეხება მეგობრობას ხალხსა და ქვეყნებს შორის, ამას ძალიან მყარი საუკუნოვანი ფესვები აქვს და ამას ვერავითარი გადაწყვეტილებით ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება, თუმცა ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ის მეგობრულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ერთადერთი ჩვენი თხოვნა, რაც არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ არის სწორედ ეს, რომ იყოს მეგობრობა და მეგობრობა იყოს ორმხრივი ხელისუფლებებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY