29/04/201 225 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული

მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმყოფება თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში. მისივე თქმით, აღნიშნული „ზუსტად არავინ იცის და ყველა ვარაუდს გამოთქვამს“. ცერცვაძის თქმით,ის ფიქრობს, რომ ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა.
„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, ახლა ძალიან დიდი რისკია საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ოქროს შუალედი უნდა მოინახოს, რომ შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, უკან არ შემობრუნდეს ეპიდემია.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დარჩნენ სახლში.
„მინდა მოსახლეობას ვთხოვო, გემუდარებით, რომ დავრჩეთ სახლში! ყველაზე მთავარია, დავრჩეთ სახლში. აუცილებლობის გარეშე მოვერიდოთ ყველანაირ შეკრებებს, ცოტა ხნით დავივიწყოთ შეკრებები, გართობა, ქორწილები, ქელეხები, გავიჭირვოთ ცოტა ხანი, რომ მართლა ცოტა ხანი გაგრძელდეს და „ეს ცოტა ხანი“ დიდხანს არ გაგვიგრძელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY