მსოფლიოში კორონავირუსისგან 1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
1-ლი მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 1 042 991 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი ვირუსი 3 308 678 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 234 123 პაციენტი გარდაიცვალა.2 031 564 პირი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს - 1 980 627 პაციენტს ვირუსის არამწვავე სიმპტომები აქვს, ხოლო 50 937 პირის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
კორონავირუსი ყველაზე მეტ, 1 095 210 ადამიანს, აშშ-ში დაუდასტურდა. ამავდროულად, აშშ-ში სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გამოსავლენი ყველაზე მეტი ტესტი ჩატარდა - 6 391 887. აშშ-ის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში დადასტურდა.
არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი (155 737) ასევე აშშ-ში გამოჯანმრთელდა, 137 984 პირი - ესპანეთში (239 639 დადასტურებული შემთხვევიდან), 123 500 - გერმანიაში (163 009 დადასტურებული შემთხვევიდან).
აშშ-ში, სხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, ახალ ვირუსს ყველაზე მეტი, 63 861 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება საქართველოს, 1-ლი მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 184 და გარდაიცვალა 6 ადამიანი. 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე 14 718 ადამიანი დატესტეს.