30/01/201 203 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე სენატორების წერილებზე - ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება

ცხადია ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე ბევრი საუბარი, თუნდაც ბევრი კამათი გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატორების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კვლავ კომუნიკაციურ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პრობლემა მათი აშშ-ში ვიზიტისას აღმოიფხვრება.
„შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ კრიტიკას საფუძვლად დაედო რამდენიმე არასწორი ფაქტი. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს. ამის აღმოფხვრის საშუალება მხოლოდ ერთადერთია - პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ცხადია ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე ბევრი საუბარი, თუნდაც ბევრი კამათი გვექნება და შევეცდებით, რომ მათ რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის ვიდეო - მტკიცებულებები,“ - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიხედოს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამის რისკი არ არსებობს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, არანაირი საფრთხე იმისა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არ არსებობს. საქართველო აგრძელებს პარტნიორობას ყველა ფორმატში და ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუშვებს, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო ეჭვქვეშ დადგეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. უფრო დაზუსტებით ეს თემები გაირკვევა ჩვენი ვიზიტის დროს აშშ-ში, რომელიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ აწვდის აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს არასწორ ინფორმაციას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო არიან ადამიანები, რომლებიც „აგენტობაზე ოცნებობენ“.
„ამ არასწორი ინფორმაციის წყარო არის ის ხალხი, რომელთაგან ნაწილი კრემლის აგენტობაზე ოცნებობს, ნაწილი - სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი იყო კრემლის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. როდესაც მათ ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ აქვთ, ამასაც კი გაახმოვანებენ ხოლმე. სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI