02/05/201 500 ნახვა წყარო: resonancedaily.comფოტო: resonancedaily.com

მოსკოვში მოსახლეობის 2%-ს კორონავირუსი აქვს, - მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის დედაქალაქში მოსახლეობის 2%-ია დაავადებული ახალი კორონავირუსით, ხოლო ეპიდემიის პიკს ჯერ არ ჩაუვლია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 124 ათასი ადამიანია დაინფიცირებული COVID 19-ით, ხოლო ბოლო მონაცემებით, 1 200 მეტი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. რუსეთში დაავადებულთა რეკორდული რაოდენობით მოსკოვი „ლიდერობს" (62.6 ათასი პაციენტი).
თუმცა, მოსკოვის მერი თავის ბლოგში წერს, რომ დედაქალაქში მოხერხდა კორონავირუსის გავრცელების შეკავება იმის გამო, რომ თვითიზოლაცია დროულად შემოღეს, ხოლო მოქალაქეები კი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვას.
სობიანინის განმრტებით, სკრინინგული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მოსკოვის მოსახლეობის 2%-ია დაავადებული კორონავირუსით, რაც მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე მცირე მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვის მოსახლეობა 12.5 მილიონ ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, სობიანინის მონაცემებით, კორონავირუსი დაახლოებით 250 ათას მოსკოველს აქვს.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვში პოლიკლინიკების ქსელმა რამდენჯერმე გაზარდა კორონავირუსის დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით. გაფართოვდა საქალაქო ლაბორატორიები, ხოლო ტესტირებას კერძო ლაბორატორიებიც შეუერთდნენ.
მოსკოვის მერის თქმით, დღეში დაახლოებით 40 ათასი ლავბორატორიული ტესტი ტარდება:
„ინფექციის გამოვლენის შესაძლებლობა თითქის ორჯერ გავზარდეთ. ამ მაჩვენებლის მიხედვით მოსკოვი მსოფლიო ლიდერების სიაშია. სწორდედ ამიტომ, მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება ისე მნიშვნელოვნად, როგორც შესაძლოა ყოფილიყო უფრო ცუდი სცენარის განვითარების შემთვევაში", - წერს სობიანინი თვის ბლოგში.
მარტის ბოლოდან მოსკოვში თვითიზოლაციის რეჟიმია ამოქმედებული. საწარმოების უმეტებას შეჩერებული აქვს მუშაობა, ხოლო მოსახლეობას სახლიდან გასვლა აკრძალულია აქვს.
სახლის დატოვება მოსკოვში შესაძლებელია მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად, მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლისთვის, ასევე შინაური ცხოველის გასეირნებისთვისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მიღებისთვის.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY