05/05/201 363 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - დღეს არსებული საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა

ამ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება, დღეს როგორცაა, იქნება სრული კატასტროფა, შეზღუდვები 22 მაისის შემდეგ კი არა, გუშინწინ იყო უკვე გასაუქმებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ეკონომიკის სწრაფი გახსნა და შესაძლოა, საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გარკვეული კომპონენტების, მაგალითად უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეების თვითიზოლაციაში ყოფნის შენარჩუნება იყოს რაციონალური, დანარჩენი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, 22 მაისამდე უნდა გაუქმდეს.
„დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ეკონომიკის გახსნის და აბსურდული რეგულაციების მოხსნის ნაბიჯები. ამისი დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ანუ ივანიშვილის გარემოცვას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომენდანტის საათს, დროში შეზღუდვა და მანქანებზე შეზღუდვა, პირიქით, მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის“,-აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, ხელისუფლება საგანგებო რეჟიმს პოლიტიკურად იყენებს.
„რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ახლა იყენებენ ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად კომიკური და სამარცხვინო ფორმით და თვითქებისთვის. გარეთაც რა პუბლიკაციებიც დაუკვეთეს, შიდა პროპაგანდისთვისაა“,-აცხადებს ბოკერია.
ამასთან, მისივე თქმით, უმრავლესობა თავს არიდებს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესახებ საპარლამენტო დისკუსიას და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია, მზადაა, რომ პრემიერის პარლამენტში მისვლის და დისკუსიის შემთხვევაში, თავადაც ჩაერთოს პროცესში.
„ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვართ მანამ, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. რუტინულ მუშაობაში მონაწილეობას არ ვიღებდით და არც ვაპირებთ, რომ მივიღოთ. ბუნებრივია საგანგებო მდგომარეობის განხილვაზე, პირველადაც როცა მხარი დავუჭირეთ და მეორედაც, როცა არ დავუჭირეთ, ვიყავით მისული. ასეთ რეჟიმში, იმ ნაბიჯების განხილვა, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, უნდა ხდებოდეს პარლამენტში და ასეთი რაღაცისთვის პოლიტიკურ ბოიკოტს დროებით გვერდით გადადებ. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმაზე დისკუსიაში, რა ნაბიჯები სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს დიაგნოზია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის“,-აღნიშნავს ბოკერია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY