06/05/201 769 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ყანდიაშვილი - ბევრი მეგობარი მყავს “ოცნებაში” და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ

კოკა ყანდიაშვილი, რომლის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი “ფეისბუკმა” გააუქმა განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ყანდიაშვილი ამბობს, რომ “ეS პერსონას” საქმიანობაზე სიყაბით სავსე განცხადებები ვრცელდება. მისი თქმით, 2014 წლიდან აღარ არის საჯარო სამსახურში და არ ყოფილა “ქართული ოცნების” თანამშრომელი, თუმცა აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს საჯაროდ აქტიურობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს. ყანდიაშვილის თქმით, მას “ქართული ოცნების” გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს:
“არახალია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს…
2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ” – ამბობს კოკა ყანდიაშვილი.
მისი თქმით, “ესპერსონა” დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, “ფეისბუკს” ინფორმაცია “ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა” მიაწოდა, რომელთა სამიზნეც ის და “ეs პერსონა” იყო:
” რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო” – ამბობს ყანდიაშვილი. მისი თქმით, მომავალში მის ახალგაზრდა გუნდთან ერთად საზოგადოებას უფრო საინტრესო მედიაპროდუქტებს შესთავაზებს და ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს “ფეისბუკთან”, “გუგლთან” და სხვა სოციალურ ქსელებთან:
“მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან,  გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა” – ამბობს ყანდიაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY