06/05/201 787 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - საოცარია, რომ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს, რასაკვირველია, იგი ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია

საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს კოკა ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, იგი ჩვენი გუნდის წევრია და მხარდამჭერია ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ კოკა ყანდიაშვილს რაიმე დარღვევა ჰქონდა, ამას „ფეისბუქმა“ უკვე უპასუხა, მთავარი კი ის არის, რომ გარკვეული ნორმები დაარღვია პოლიტიკურმა პარტიამ და ახლა ყანდიაშვილზე ყურადღების გადატანას ცდილობს.
„არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკა ყანდიაშვილის გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია, თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო, ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში,მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - ნაციონალური მოძრაობა დაასახელა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომელიც დაუშვებელია „ფეისბუქ“ სივრცეში და აქედან ცდილობენ გადაიტანონ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით, დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერს.
„ფეისბუქი“ თავად იძლევა უამრავ შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება, დაარღვიო კიდეც და გადასცდე იმ რეგულაციებს, რაც „ფეისბუქს“ აქვს დაწესებული. ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, ვინც თავს მიიჩნევს იმის კანდიდატად, რომ ქვეყანა მართოს და წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა „ფეისბუქის“ თუ სხვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში - ეს არის საკითხი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey