რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს, 31 იანვარს რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა ციმბირში დაფიქსირდა - ერთი იმიერბაიკალეთის მხარეში, ხოლო მეორე ტიუმენში. დაავადებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. რუსეთის ვიცე პრემიერმინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ ისინი უკვე იზოლირებულები არიან.
მისივე განცხადებით, დღეს საღამოს 21:00 საათიდან სახელმწიფო ავიახაზების აეროფლოტის რეისების გარდა, რუსეთიდან ჩინეთში ყველა პირდაპირი რეისი გაუქმდება.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე დღეს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში როსპოტრებნადზორში მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევისგან, გადაკოცნისგან, ჩახუტებისგან თავი შეეკავათ და სამედიცინო პირბადეები ეტარებინათ.
რუსეთში ასევე ჰიგიენის ახალი წესები გამოსცეს, რაც მოიცავს გრძელი თმის შეკვრას, კარის სახელურის შეხებისგან თავშეკავება, გრიპიანი ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 213 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 9800 შემთხვევა, მათ შორის, 131-ზე მეტი შემთხვევა კონტინენტური ჩინეთის გარეთ.
გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.