სოფელ მერეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ევროოკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ევროოკავშირის სადამკვირვებლო მისიას.