27/05/201 420 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს

დღეს არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს.
„ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია ასეთი გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთ ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა პირველ რიგში შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა გახარიამ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს მიიღო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე, ეპიდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „ქეისები“ ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, უკვე ცნობილი კლასტერები და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებრება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ ჩენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭო ობიექტები, მათ შორის მოლები და ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთი კვირის თავზე, 8 ივნისს სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორნები და ასევე ის სასტუმრობეი, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA