30/05/202 153 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები ჩაკეტა

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში სამართლიანობის აღსრულების მოთხოვნით საპროტესტოაქციები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც. აქციის მონაწილეებს ჯორჯ ფლოიდის ფოტოები ეჭირათ და მის უკანასკნელ სიტყვებს : „ვერ ვსუნთქავ“ - სკანდირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები დროებით ჩაკეტა.
საპროტესტო აქციები პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფინიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში.
ატლანტაში, „სიენენის“ ოფისებთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს შენობები და დაწვეს პოლიციის მანქანა.
დალასში კი აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს. ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის თქმით, ყოფილი პოლიციელის დაკავების ფაქტი „მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებულია.“
ოჯახი აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაყენებასა და ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასაც მოითხოვენ .
46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდს სამართალდამცავები ყალბი 20 დოლარიანი კუპიურის გასაღების გამო აკავებდნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY