ნიუ-იორკის პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება „კომენდანტის საათის“ დადგომისთანავე დაიწყო
პოლიციამ ნიუ-იორკში, მანჰეტენ მიდთაუნში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავების პროცესი ქალაქში „კომენდანტის საათის“ ამოქმედებისთანავე, საღამოს 8 საათიდან დაიწყეს.
ტელეკომპანის CNN-ის კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე აკავებენ.
საპროტესტო აქციები გრძელდება ვაშინგტონშიც, სადაც გასული ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ, ვინაიდან ქალაქში რამდენიმე ღამეა „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტს მიზეზი ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, მიმართ განხორციელებული ძალადობა გახდა, კერძოდ, დაკავებისას ერთ-ერთ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი თითქმის 9 წუთის განმავლობაში ეჭირა. ინციდენტის შედეგად ფლოიდმა გონება დაკარგა და მედიკოსებმა მისი გადარჩენავეღარ მოახერხეს. აქციები მიენაპოლისში პოლიციელების დასჯის მოთხოვნით დაიწყო და მთელ ქვეყანას მოედო. მომიტინგეები პოლიციის მხრიდან შავკანიანებზე ძალადობას აპროტესტებენ.