05/06/201 958 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სამოქალაქო აქტივისტი - ვითხოვთ შსს-მ ამოიღოს კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს

ვარკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის მონაწილეებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განუცხადა, ამ განცხადებით ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, რომელიც ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს და მოახდინონ შესაბამის რეაგირება.
მისივე განმარტებით, მერის წინააღმდეგ განცხადებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას მიმართეს.
„თავდაპირველად, ძალიან წყნარად მივედით, ხელი ჩამოვართვით. ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ სკვერის გახსნა 7 თვით დააგვიანეს, მაინც კარგია რომ იხსნება და რომ ზოგადად სკვერების გახსნა კარგია. თუმცა, ამავდროულად კითხვა დავუსვით, თუ რატომ მარხავს ტყეს დიღმის ჭალებში. სწორედ ამ კითხვაზე გახდა კალაძე არაადეკვატური. სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს. მან მაისური შემოახია კახა კვეკვესკირს. ასევე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი ქცევა არაფერში ჯდება“,- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს დედაქალაქის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY