11/06/202 438 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის ელჩი - მიხეილ სააკაშვილი არ არის უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, არ არის საქართველოს მოქალაქე

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა. ელჩის თქმით, უკრაინული მხარის ხედვა კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, არის ქართველი და საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების,“- განაცხადა იგორ დოლგოვმა.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრისას მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, დისკუსია მხოლოდ ერთი საკითხით არ შემოიფარგლება, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს საკითხი.
„უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს ჩვენი დისკუსია ამ დონის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან მხოლოდ ერთი საკითხით, როგორი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის ერთი საკითხი. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ეხებოდა კოვიდ-19-თან ბრძოლას, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ მინისტერიალს, ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან და ორმხრივ დახმარებას“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა მან სამინისტროსგან დღევანდელი მოწვევის ოფიციალური წერილი, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის ოფიციალური წერილები არ სჭირდებათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,