საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 843-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ასევე 6 შემთხვევა იყო დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297 პირი. ინფორმაციისთვის, 843 ადამიანიდან 697 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.