12/06/201 017 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - არ უნდა გვეგონოს, რომ ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი

რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გაცილებით მეტი შრომა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება.
„არ უნდა გვეგონოს არავის, რომ ჩვენ რაღაც დავასრულეთ ან ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ. რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს. შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია. გლობალური გამოწვევაა ეს, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, ყველა ვხედავთ, რომ საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის და მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და დავრჩებით მერე ასე, შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით, როგორ დაგვემართაო. ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო მთავრობის ბრძოლა ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც რამეს თუ მივაღწიეთ მივაღწიეთ ერთობლივად, ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავისი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემიის გავრცელება. უნდა გვქონდეს მარტივი ფორმულა-სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA