21/06/201 352 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება "ოცნების" დამარცხებას ნიშნავს - არასაპარლამენტო ოპოზიცია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება ავტომატურად ნიშნავს "ქართული ოცნების" დამარცხებას - არასაპარლამენტო ოპოზიციაში ერთხმად აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვერ წავა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, მით უმეტეს ამერიკელი კონგრესმენებისა და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე და "ქართულ ოცნებას" მოუწევს საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება. 
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევანდელი კენჭისყრით ოლიგარქს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ივანიშვილი იძულებულია საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა შეასრულოს. 
"არ დაუტოვა ოპოზიციამ შესაძლებლობა ივანიშვილს რაღაც მანიპულირების. ახლა აზრი აღარ აქვს მარჩიელობას, ის 3 ხმა დააკლდებოდა თუ არა. მეორე, მესამე მოსმენისთვის პრობლემები დარჩენილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული," - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ცვლილებების მხარდაჭერის სახით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. 
"გონივრული გადაწყვეტილება იყო, რომ არ მისცეს ამის მანიპულირების და მორიგი ტრიუკის ჩატარების საშუალება, დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას თავი დაიხსნას ამ მტარვალისაგან", - ამბობს იგი."ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ანზორ ბიწაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოუწევს, მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.
"2-3 დეპუტატს ოცნებიდან რომ მოემიზეზებინა სიცხე, ბანალური მიზეზი, რაც მათგან სრულიად არ არის მოულოდნელი, განსაკუთრებით მას მერე, რაც გვითხრეს, რომ ხუნდაძე აჯანყდა, ძალიან სწორი ოპოზიციის გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება იძულებული გახდება, მიიღოს მესამე მოსმენითაც ეს ცვლილება," - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული  მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, 120-30-ზე და მინიმალური 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ ორ მოსმენაზე უნდა უყარონ კენჭი და პროცესი 29 ივნისს უნდა დასრულდეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA