Babajana PC Repair MAX PC and mobile Repair
წყარო: , 11 მაისს 2011, ნახვები: 487, კომენტარი: 0
ახალგაზრდობის მიერ მიტოვებული და თითქმის დაცარიელებული საქართველოს უამრავი სოფელი, დაბა და მოსახლეობაშეთხელებული არა ერთი ქალაქი (დედაქალაქ თბილისის გამოკლებით) ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც გვიჩვენებს, თუ რა მასშტაბის გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის კლებაზე საერთაშორისო მიგრაცია. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრი თუ არა, მაშინ ახლო ნათესავი, ან მეგობარი მაინც არ ჰყავდეს საზღვარგარეთ. მიგრაციის პროცესი, როგორ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიც გვიჩვენებენ, გრძელდება. სოლიდური სტატისტიკური მონაცემების უქონლობა საშუალებას არ გვაძლევს დავასკვნათ უშუალოდ რამდენი ქართველი ტოვებს სამშობლოს ყოველწლიურად. თუმცა, კერძო საუბრებიდან გამომდინარე, საქართველოს ასობით მოქალაქესთან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ამ ეტაპზე შემიძლია დავასკვნა, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ქვეყნის დატოვების და უკეთესი ცხოვრების ძებნაში საზღვარგარეთ წასვლის სურვილი და მცდელობა მასობრივი და ძალზედ აქტიურია, განსაკუთრებით 18-50 წლის ასაკის მოსახლეობაში.
მიგრაციის გარდა, საქართველოს სხვა დემოგრაფიული მონაცემებიც მძიმეა. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2000-2005 წლებში სიკვდილიანობის რაოდენობა, წინა ხუთი წლის მსგავსად, წელიწადში საშუალოდ 49 ათასი დარჩა, ხოლო 2005-2010 წლებში წელიწადში საშუალოდ 52 ათასამდე გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც 2000-2005 წლებში საქართველოში შობადობა კიდევ უფრო შემცირდა და წელიწადში საშუალოდ (წინა ხუთი წლის 62 ათასთან შედარებით) 55 ათასი შეადგინა. 2005-2010 წლებში კი, კიდევ იკლო და წელიწადში დაახლოებით 53 ათასამდე დავიდა. ისევ და ისევ, არ მოგვეპოვება მყარი სტატისტიკური ცნობები შობადობის რა წილი მოდის ქართველი და არაქართველი ეროვნების მოქალაქეებზე. თუმცა, როგორც რადიო “თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" ინტერნეტ-გამოცემა ამტკიცებს, ძირითადად მოსახლეობა იზრდება აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში.
აქვე აღსანიშნავია, საქართველოს მოსახლეობის დაბერების მიმდინარე პროცესი. გაეროს მონაცემებით, უკვე დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 19%-ზე მეტი 60 წლის ასაკს გადაცილებულია და ეს პროცესი მომდევნო ათწლეულებში უფრო დაჩქარდება.
საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, მართლაც, სავალალოა. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობა, მატების ტემპის მიხედვით აღრიცხულ მსოფლიოს 232 ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიას შორის 217 ადგილზეა, ანუ მოსახლეობის კლების ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მე-16 ადგილზეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, შობადობის მხრივ, საქართველო მსოფლიოში 179-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ერთ ქალზე ცხოვრების განმავლობაში აბორტების მთლიანი რაოდენობით (საშუალოდ 3.7 აბორტი) საქართველო აშშ-ს ორგანიზაციის United States Agency for International Development (USAID) მონაცემებით, პირველ ადგილზეა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში, არამედ, სავარაუდოდ, ასევე მთელს მსოფლიოში.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გაერო ასევე გვთავაზობს საქართველოს (და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის) დემოგრაფიული ზრდისა და კლების პროგნოზს 2050 წლამდე, რომელიც ქვეყნის წარსული დემოგრაფიული ზრდა-კლების დინამიკას, შობადობის, სიკვდილიანობისა და საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლების დეტალურ ანალიზს და მის საფუძველზე მომავლის მეცნიერულ პროგნოზს ემყარება. ამ პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მოსახლოება მომდევნო 40 წლის განმავლობაში შეუჩერებლივ განაგრძობს კლებას და გაეროს გამოთვლის საშუალო ვარიანტით (მედიუმ ვარიანტ), 2010 წლიდან 2050 წლამდე კიდევ 952 ათასი (თითქმის 1 მილიონი) ადამიანით, ანუ 22.56%-ით შემცირდება და 3.267 მილიონამდე დავა. გამოდის, რომ 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 260 ათასი ადამიანით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იგი ერთი საუკუნით ადრე, 1950 წელს იყო.
კავკასიის მთელს რეგიონში, ყველა სხვა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. საქართველოს მოსახლეობის მასობრივი კლების ფონზე, საქართველოს ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, თურქეთის მოსახლეობა 1990 წელს 56.086 მილიონიდან, 2010 წელს-75.705 მილიონამდე, ანუ 19.619 მილიონით (სულ 34.98%-ით) გაიზარდა. გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, 2050 წლამდე თურქეთის მოსახლეობა კიდევ 21.684 მილიონით (ანუ 28.64%-ით) გაიზრდება და 97.389 მილიონს მიაღწევს.
ასევე, მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობა 1990 წელს 7.212 მილიონიდან, 2010 წელს 8.934 მილიონამდე, ანუ 1.722 მილიონი ადამიანით (სულ 23.87%-ით) გაიზარდა. გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, 2050 წლამდე Aაზერბაიჯანის მოსახლეობა კიდევ 1.645 მილიონი ადამიანით (სულ 18.41%-ით) გაიზრდება და 10.579 მილიონს მიაღწევს.
იმ მეზობელ ქვეყნებსაც კი, რომელთაც 1990-2010 წლებში მოსახლეობის კლება გამოცადეს, საქართველო საკუთარი დანაკარგებით მნიშვნელოვნად აღემატება. კერძოდ, სომხეთის მოსახლეობა 1990 წელს 3.545 მილიონიდან, 2010 წელს-3.090 მილიონამდე, ანუ სულ 455 ათასი ადამიანით (12.83%-ით) შემცირდა. 1990-1995 წლებში სომხეთის მოსახლეობა წლიურად საშუალოდ 1.90%-ით იკლებდა. 1995-2000 წლებში კი, წლიურად 0.94 პროცენტით. 2000 წლიდან სომხეთის მოსახლეობის წლიური კლება კიდევ უფრო შემცირდა და საშუალოდ 0.07% შეადგინა. 2005 წლიდან კი, სომხეთის მოსახლეობის რაოდენობამ იმატა და 2010 წლამდე წლიურად საშუალოდ 0.17%-ით გაიზარდა. გაეროს პროგნოზით მატების პროცესი 2025 წლამდე გაგრძელდება და შემდეგ ისევ კლებას იწყებს. თუმცა, გაეროს სტატისტიკური პროგნოზის საშუალო ვარიანტით, სომხეთის მოსახლეობა 2010-დან 2050 წლამდე 3.018 მილიონამდე, ანუ სულ რაღაც 72 ათასი ადამიანით (2.33%-ით) შემცირდება.
რუსეთის მოსახლეობა 1990 წელს 148.065 მილიონიდან, 2010 წელს 140.367 მილიონამდე, ანუ 7.698 მილიონით (5.19%-ით) შემცირდა. 1995 წლიდან რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა, წელიწადში საშუალოდ 0.25%-ით. 2000-2005 წლებში მოსახლეობის კლება დაჩქარდა და წელიწადში საშუალოდ 0.48% შეადგინა, თუმცა 2005 წლიდან კლება შემცირდა და წელიწადში 0.40%-მდე დაეცა. ეს კი ნიშნავს, რომ დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მოსახლეობაზე წელიწდში საშუალოდ 0.73%-ით სწრაფად იკლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში უშუალოდ რუსი ეროვნების მოსახლეობის რიცხვი 1989 წლიდან, 2002 წლამდე 81.5%-დან 79.8%-მდე, ანუ სულ 1.7%-ით შემცირდა. სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება 2002 წლიდან 2011 წლამდე რუსეთში რუსი მოსახლეობის ხვედრითი წილის ოფიციალური მონაცემები, რაც საშუალებას არ გვაძლევს დავასკვნათ 2002 წლის შემდეგ ზუსტად რამდენით, თუკი საერთოდ, შემცირდა რუსული მოსახლეობის ხვედრითი წილი. თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2002 წლიდან 2010 წლამდე, სულ 9 წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობის ხვედრითი წილი უფრო სწრაფად ვერ შემცირდებოდა, ვიდრე იგი წინა 13 წლის მანძილზე, 1989 წლიდან 2002 წლამდე შემცირდა. მითუმეტეს, რომ მთლიანობაში ამ უკანასკნელ დეკადაში, ზოგადად, რუსეთის მოსახლეობის კლების ტემპი შენელდა. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები და ანალიზი უარყოფს არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთში ეთნიკური რუსების ხვედრითი წილი კატასტროფულად კლებულობს.
გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, რუსეთის მოსახლეობა კლებას განაგრძობს და 2050 წლამდე 24.270 მილიონი ადამიანით (17.29%-ით) 116.097 მილიონამდე შემცირდება. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის პროცენტული კლების მაჩვენებელი (22.56%) რუსეთისას კვლავ აღემატება, ამჯერად 5.27%-ით.




გაგრძელება >>>

.


Полужирный დახრილი ტექსტი Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
ქართული კლავიატურა
 
Bank Constanta

Law Office - Levan Natalishvili

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, კრიმინალი, საოჯახო

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Shopping Express

Shopping Express

ამანათების გზავნილები ამერიკიდან

267 342 0929 | 215 397 3800


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141

რეკლამა       Since March 26 2005