23/06/201 331 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ყველა თავისი დანაყოფით 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა, მათ ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდნენ.
„მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც. საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარედ, უკვე ცალსახად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ამ ნაწილს არ მოიცავდა. მისივე თქმით, ეს ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა.
„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ წავუკითხოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რას მოეწერა ხელი 8 მარტს. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც აღსრულებაში ჰპოვა ასახვა და რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე. წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA