24/06/201 512 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - კახა კუჭავას წერილი მტკიცებულებაა როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, წერილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს, გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა, ნიშნავს იმას, რომ „პოლიტპატიმარ რურუას ციხეში ყოფნა ივანიშვილის გუნდის პირდაპირი დაკვეთაა“.
ბოკერიას თქმით, ეს წერილი მომავალში იმის მტკიცებულება იქნება, თუ როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა რურუას მიმართ.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ადოკატების ბრიფინგი და ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის დასტური იმისი, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ პოლიტპატიმარი რურუა იყოს ციხეში. ამ პოლიტიკურად ბრიყვებს გონიათ, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს. ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, - განაცხადა გიგა ოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარმოადგინეს წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წერილი კუჭავამ ევროპარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. მისი თქმით, ამგვარად გამოიკვეთა ის, რომ „გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ „ქართულ ოცნებას" აქვს და ამიტომ იმყოფება რურუა საპატიმროში".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY