ალეკო ელისაშვილი - გიგა ბოკერიას პოლიტიკის შაქრო კალაშოვობა უნდა
გიგა ბოკერიას უნდა პოლიტიკის შაქრო კალაშოვი იყოს - თქვა ალეკო ელისაშვილმა "დღის სტუმარში" საუბრისას.
თუ მართლა ოცნების დამარცხება გვინდა, მოდი ხალხს ვკითხოთ, ვის უნდა ვკითხოთ მეტი? ქურდებთან ხო არ წავალთ და გავარჩევთ ამ ამბავს, მაჟორიტარები დაგვილაგეო. ქურდობა უნდა გიგა ბოკერიას, პოლიტიკაში ქურდად იჯდეს, პოლიტიკის შაქრო კალაშოვი უნდა იყოს გიგა ბოკერიას. არც ისეთი ქურდები მეხატებიან გულზე, არც პოლიტიკური ქურდები, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ნამდვილად თბილისის სიყვარულის გამო უნდა და არც ხელფასი და არც სხვა ბენეფიტები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, განსხვავებით გიგი უგულავასგან, რომელზეც, მისი თქმით, საერთო ეროვნული კონსესუსია, რომ ეს უკანასკნელი მექრთამეა.
მან დღეს "დღის სტუმარში" საუბრისას მაჟორიტარების არჩევის საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატები ხალხმა უნდა აირჩიოს. მისი თქმით, საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაციებმა, როგორიცაა IRI და NDI, უნდა ჩაატარონ გამოკითხვა რეპრეზენტატიული გამოკითხვა კანდიდატებთან დაკავშირებით კითხვით: რომელ ოპოზიციონერ ლიდერს ისურვებდით თბილისში მაჟორიტარად.