05/02/201 406 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ევროპის სახალხო პარტია "ოცნებას" - შეწყვიტეთ ოპოზიციური ლიდერების დევნა

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის საკითხიც განიხილეს.  3-4 თებერვალს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწდებს, შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები და შეწყვიტოს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნა. 
"ევროპის სახალხო პარტია რჩება საქართველოში დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერად, მაგრამ ამასთან პარტია ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების ნაკლებობით, გამოასწოროს არსებული პოლიტიკური კრიზისი. ევროპის სახალხო პარტია დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები.  ევროპის სახალხო პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით შედგა და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება და უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებზე მაქსიმალურად პროპორციულ საპარლამენტო წარმომადგენლობას.  ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწდებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტონ ოპოზიციური ლიდერების დევნა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს,"- წერია განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA