რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 791 შემთხვევა გამოვლინდა და 104 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 634 437-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 104 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 073-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში “კოვიდ 19”-ისგან 400 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.