კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვისაც რეალური შანსი აქვს ხმათა უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში
დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც აქვს რეალური შანსი ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალაძემ.