07/07/201 963 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ამერიკის კონგრესმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს, ეს საშინელი განაჩენია

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მმართველობით ხსნის ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების გატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადებას. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“.
„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.
„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი - ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA