16/07/202 538 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რუსეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, თბილისი პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობასა და პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, წერტილი დაუსვას პროვოკაციულ მოქმედებებსა და განცხადებებს და გამოიყენოს დიალოგის ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და ასევე, კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი, რათა არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით გადაიჭრას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას.
„საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება კიდევ ერთხელ ამტკიცებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს. „ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,