23/07/201 868 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - ყველა ვინც "ქართული ოცნების" სიაში აღმოჩნდება, “აბაზოვია“

თემურ აბაზოვი თავის თავში აერთიანებს ყველა იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის შესაძლოა „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იყოს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი საზოგადოებას სიახლე შესთავაზოს. მმართველი გუნდი ყველაზე ოდიოზურ ფიგურებზე დებს ფსონებს.
"თემურ აბაზოვმა, მოსახლეობას თავი გააცნო, როგორც უღირსი საქციელის მკადრებელმა ადამიანმა. როდესაც ასე გაგიცნობს შენი ქვეყანა, სერიოზული პიროვნული ტრაგედიაა. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა რომ აბაზოვს "ქართული ოცნება" სიაში იწვევს, ეს აღარ არის აბაზოვის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვინც "ქართული ოცნების" სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია. როდესაც არ გაწუხებს რომ შენი თანაპარტიელი ასეთი ქმედების ჩამდენია და მზად ხარ მასთან ერთად იყო გუნდში, ნიშნავს, რომ შენც იმავე ღირებულებების გამზიარებელი ხარ. ეს სერიოზული განაცხადია "ქართული ოცნების" მხრიდან. მმართველობის 8 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" სხვა რესურსი არ აქვს, დგას აბაზოვებზე და ადამიანების დამცირებაზე. გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, არის სამარცხვინო. აბაზოვს კანონის წინაშე პასუხი უნდა ეგო. თემურ აბაზოვი თავის თავში აერთიანებს ყველა იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც "ქართული ოცნების" პრობლემაა. ეს არის დაუსჯელობა და უტიფრობა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA