24/07/202 128 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანი - წერტილი დაესვა ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში

საბოლოო ვერსიამ, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.
„ეს გახლდათ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარდაჭერა საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. არის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ და რა თქმა უნდა, არის მხარდაჭერა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც. საკანონმდებლო აქტში რეგიონში საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სენატის ვერსია თავდაცვის აქტის, არის მართლაც უპირობო მხარდაჭერა საქართველოს როლის რეგიონში“,- განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY